აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვები 2030 წლისთვის გაორმაგდება, სადაც საგზაო ტვირთები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, განსაკუთრებით დისტრიბუციის ლოჯისტიკაში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი ჩვენი სასურველი ოპერაციული არეალია – გამოგვცადეთ!
საჰაერო ტრანსპორტისთვის Militzer & Münch ეყრდნობა საკუთარი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ოფისებისა და ექსკლუზიური პარტნიორი სააგენტოების მსოფლიო ქსელს. რთული სახიფათო ტვირთების გადაზიდვები, ექსპრეს და კურიერული მომსახურება, ასევე განსაკუთრებით სასწრაფო ტვირთების სრული დამუშავება საჰაერო ტვირთების სფეროში ჩვენი ძირითადი კომპეტენციის ნაწილია.
დიდი ხნით ადრე, სანამ კონტეინერების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბით საქონლის გაცვლაში რევოლუცია მოახდინა, Militzer & Münch მსოფლიო ოკეანეებში თავს კარგად გრძნობდა, როგორც მსხვილი გადაზიდვების კომპანიების საზღვაო ტვირთების აგენტი.
როგორც საექსპედიტორო კომპანია და რეგისტრირებული საბაჟო წარმომადგენელი, „Militzer & Münch Georgia“ უზრუნველყოფს თქვენი ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას და თქვენს ნაცვლად ზრუნავს ყველა საბაჟო ფორმალობასა თუ პროცედურაზე.
1880 წელს დაარსების დღიდან, ჯგუფმა ჩამოაყალიბა მძლავრი ქსელი 100-ზე მეტი ფილიალით მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში — ძირითადად მის ისტორიულ ბაზრებზე: აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.